ბიზნესი
16/03/2020

ვოლტი: მზად ვართ, გასამმაგებული შეკვეთებიც კი მოკლე ვადაში მივაწოდოთ მომხმარებელს

„ვოლტი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მოემსახუროს შეკვეთების გაზრდილ რაოდენობას.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დატვირთა სტაბილურად იზრდება, თუმცა გაზაფხულის დასაწყისში მოსალოდნელი სეზონური კლების ნაცვლად, კომპანიას შეკვეთების რაოდენობა გაეზარდა. ნატალია ხიზანიშვილმა ბიზნესპარტნიორთან საუბრისას განაცხადა, რომ „ვოლტს“ კურიერების, ასევე ჩანთებისა და ფორმების საკმაოდ დიდი რეზერვი გააჩნია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კომპანია  კადრების დამატებისათვის მზადყოფნასაც გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, დღეს გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე კაფეების, რესტორნებისა და ბარებისთვის მოქალაქეების უშუალო მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია გასცა და კომპანიებს, მხოლოდ, ე.წ. გატანის სერვისების გამოყენებისკენ მოუწოდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანია „ვლოტმა“  კურიერები სადეზიმფექციო ხსნარებით უკვე მოამარაგა. ასევე კომპანია ოთხს სუპერმარკეტების დიდ ქსელთან მოლაპარაკებებს უკვე ერთი კვირაა აწარმოებს და სულ მალე „ვოლტს“ სუპერმარკეტებიდან მიტანის მომსახურებაც დაემატება.

Businesspartner