ბიზნესი
28/04/2023

ვოლტ საქართველო ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

ვოლტ საქართველო ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) კორპორატიული (A) წევრი გახდა. შესაბამისი სერტიფიკატი ვოლტის რეგიონალურ გენერალურ მენეჯერს, ნატალია ხიზანიშვილს 26 აპრილს გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გადაეცა.

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ხელს უწყობს წევრების საერთო ეკონომიკურ ინტერესებსა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. ამ ეტაპზე, პალატა 230-ზე მეტ წევრს აერთიანებს და მათთან ერთად ზრუნავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე.

ორგანიზაცია შეხვედრებს თვეში სამჯერ  მართავს. გარდა ამისა, ატარებს არაერთ სოციალურ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბიზნესების ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. ამერიკის სავაჭრო პალატა ამერიკული, ქართული და საერთაშორისო ბიზნესების ერთ-ერთ წამყვან ბიზნესასოციაციას წარმოადგენს.

ვოლტ საქართველოსათვის ამერიკის სავაჭრო პალატის წევრობა კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში.

ვოლტი ამერიკული კომპანიის, DoorDash-ის ნაწილია, DoorDash (NYSE: DASH), რომლის სათავო ოფისიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს, შვილობილ კომპანიებს კი, მსოფლიოს მასშტაბით 27 ქვეყანაში აერთიანებს. მათ შორის, მოქმედი კომპანიები  23 ქვეყანაში ვოლტის ბრენდის ქვეშ ოპერირებენ.

ვოლტი საქართველოში 2018 წელს შემოვიდა და ამ დროის მონაცემებით, 5 ქალაქში მუშაობს. უახლოეს მომავალში კომპანია გაფართოვებას გეგმავს და ქალაქების ჩამონათვალს გორი  დაემატება. ვოლტ საქართველოს გუნდი 400-ზე მეტი ადამიანისგან შედგება. კომპანია 7000-ზე მეტ პარტნიორ კურიერს და 2000-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესს აერთიანებს.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023