ვლადიმერ ბოისა: ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მაქსიმალური ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, ძველ მარანში, ყოფილმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ მეღვინეობა რამდენიმე წლის წინ წამოიწყო და ბრენდი „ბოისა“ შექმნა.
კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული ღვინის ხარისხზე საერთაშორისო ბაზარზე და პერსპექტივაზე საუბრობს.
როგორც ბოისა აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსურად მოხდეს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია.
„ექსპორტის რაც არ უნდა მაღალი მაჩვენებლები გვქონდეს, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და არ უნდა გავჩერდეთ. აუცილებლად უნდა ხდებოდეს ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ახლა სწორ გზაზეა ქვეყანა ამ კუთხით. ხორვატია, სლოვენია, იტალია ღვინის ქვეყნებია, ძალიან ძნელია იქ ჩასულმა ტურისტმა უპირატესობა ქართულ ღვინოს მიანიჭოს. საქართველოში ჩამოსულ ტურისტს მაგალითად, იტალიური ღვინო არასდროს შეუკვეთავს, ასეთი ტენდენციაა სლოვენიაშიც, ჩეხეთშიც და იტალიაშიც. იქ ჩასულ ტურისტს, იქაური ღვინო უნდა. ამიტომ, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ,“ - აცხადებს ბოისა.