ბიზნესი
01/06/2023

ვინტილატორი: მეორეული ტანსაცმლის ფასი დაახლოებით 20%-ითაა გაზრდილი

"მეორეული ტანსაცმლის ფასი დაახლოებით 20%-ითაა გაზრდილი",-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „ვინტილატორის“ დამფუძნებელმა, შორენა  ჩაჩუამ განუცხადა.

როგორც მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „ვინტილატორის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ვინტაჟური სამოსის მიმართ დამოკიდებულებები მნიშვნელოვნადაა შეცვლილი და მოთხოვნა მზარდია.

„ტენდენცია, რომ მეორეული ტანსაცმელი დაბალი სოციალური სტატუსის მანიშნებელია, ახალგაზრდებში შეიცვალა. ამან კი განაპირობა ის, რომ ბევრი ბიზნესი წამოგვეწია ამ მიმართულებით და ჩვენს ბაზარზეც ძალიან ბევრი ახალი ბიზნესი გაჩნდა.“ -აცხადებს ჩაჩუა.

„ვინტილატორი" ამ ეტაპზე თბილისში ორი მაღაზიითაა წარმოდგენილი. როგორც ჩაჩუა აღნიშნავს, წლის ბოლომდე კომპანია მესამე მაღაზიის გახსნას გეგმავს. 

ცნობისთვის, მეორეული ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „ვინტილატორი“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს.

მაღაზია მეორეული ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის რეალიზაციას ახდენს. ამას გარდა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ადგილზე მიიტანოს ძველი ნივთი, რომელსაც „ვინტილატორში“ ჩაიბარებენ, მის  სანაცვლოდ კი მომხმარებელი ქულებს მიიღებს, რომელსაც მაღაზიის პროდუქციაში გადაცვლის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023