“ვილა ამბასადორში“ სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, ვილების 20% გაყიდულია
„ამბასადორი კაჭრეთის" ტერიტორიაზე, „ანაგი დეველოპმენტის“ ერთ-ერთ პროექტში “ვილა ამბასადორი“ ვილების 20% უკვე გაყიდულია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ანაგი დეველოპმენტში“ განუცხადეს, პროექტი დასასრულს უახლოვდება. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ვილების წინ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სასტუმრო კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთის“ ახალი მიმართულებაა და 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას აერთიანებს. ვილები 75 ჰექტარ გამწვანებულ ტერიტორიაზეა განთავსებული და სასტუმრო კომპლექსის განუყოფელი ნაწილია.
“უშუალოდ ვილები თავისი ტერასებით, ეზოებითა და ვენახებით იკავებს 25 ჰექტარს, დანარჩენი სივრცე აერთიანებს სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურას - პროფესიონალური გოლფის სათამაშო მოედანს, 182 სასტუმრო ნომერს, საცურაო აუზებს და სპას, სპორტულ დარბაზს, რესტორანსა და მარანს, საკონფერენციო დარბაზებს, ბუნებრივ სათამაშო სივრცეს ბავშვებისთვის, ტენისის კორტებს, სპორტულ მოედნებს, სასროლეთს, საცხენოსნო კლუბსა და საჯინიბოს, ბოულინგს და ა.შ“-აცხადებენ “ანაგი დეველოპმენტში“.
მათი განცხადებით, „ვილა ამბასადორი“ 5 ტიპის ერთ და ორსართულიანი ექსკლუზიური ვილებისგან შედგება, რომელიც მომხმარებელს ჩაბარდება სრულად გარემონტებულ კონდიციაში მოწყობილი სამზარეულოს ავეჯით და ტექნიკით. დამატებით, ვილის მყიდველი საჩუქრად მიიღებს 1300 კვ.მ-დან 2000 კვ.მ-მდე მიწის ფართს და ვენახს.
აღნიშნული კომპლექსი აერთიანებს 2, 3 და 4-საძინებლიან სახლებს, რომლებიც მუკუზანის, რქაწითელის და საფერავის უბნებშია განლაგებული. ვილების საერთო ფართები 141.99 მ2 -დან 300.5 მ2-მდე მერყეობს.
„მენეჯმენტ კომპანია ვილის მფლობელებს სთავაზობს სრულ წვდომას სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურაზე და ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: რეცეფცია, კონსიერჟი, დასუფთავება და გამწვანება, 24/7-ზე დაცვა, 24/7-ზე ტექნიკური ჯგუფის მომსახურება, გაქირავების სერვისი“-აცხადებენ „ანაგი დეველოპმენტში“.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „ვილა ამბასადორის“ საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ფასებს, „ანაგი დეველოპმენტში“ აცხადებენ, რომ ვილების ღირებულება გაიზარდა, რადგან ისინი უკვე დასრულებულ მდგომარეობაშია და მშენებლობა ბოლო ფაზაშია. სრულად გარემონტებული ვილების 1 კვ.მ-ის გასაყიდი ფასია $1500.
“წინა პერიოდისგან განსხვავებით, მომხმარებლებს აღარ ვთავაზობთ ფასდაკლებებს. მინიმალური ფართის მქონე ვილის ღირებულება შეადგენს $212 985 ნაცვლად $200 000. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 6 თვიანი შიდა 0%-იანი განვადებით“-აცხადებენ „ანაგი დეველოპმენტში.
პროექტი „ამბასადორი კაჭრეთის“ და ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლიც პროექტს წარმოადგენს, რომლის მენეჯმენტს “კაჭრეთი დეველოპმენტი“ განახორციელებს.