ბიზნესი
03/08/2023

Viber-ის აუდიტორია საქართველოში ყოველდღიურად იზრდება

Viber - მთელს მსოფლიოში პოპულარული აპლიკაცია, მარტივი და უსაფრთხო კომუნიკაციისთვის, საქართველოში აუდიტორიის ზრდას აღნიშნავს. დღეს საქართველოში მესენჯერის აუდიტორია განუწყვეტლივ იზრდება - სმარტფონების მფლობელების 71%, აქტიურად იყენებს Viber-ს. 

Rakuten Viber, არა მხოლოდ მუდმივად დებს ინვესტიციას აპლიკაციის ძირითადი ფუნქციების გაუმჯობესებაში, ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხსა და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციაზე, არამედ სიახლეებსაც გვთავაზობს. მესენჯერმა, ცოტა ხნის წინ, ახალი ინიციატივები დააანონსა, რომელთა გრძელვადიანი სტრატეგიის შემდეგი ეტაპი, Viber-ის სუპერაპლიკაციად გარდაქმნაა. ეს მოიცავს საქმიანი ჩატების, საძიებო ბიზნეს არხების გაშვებას და სხვა.

საქართველოში, ჩვენი მიზანმიმართული ინვესტიციების წყალობით, ასევე, ძირითად ფუნქციებზე, მომხმარებელთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხო კომუნიკაციაზე  ყურადღების გამახვილებით, ცალსახაა, საბაზრო პოზიციების გაძლიერება.“ - აღნიშნავს ატანას რაიკოვი, Rakuten Viber-ის Growth Top Markets-ის ვიცე პრეზიდენტი - ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.“ 

2022 წელს Viber-მა კონტენტის შემქმნელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გახადა ხელმისაწვდომი:არხები კომენტარებით, სტატისტიკით, გადავადებული გამოქვეყნების ფუნქციითა და სხვა შესაძლებლობებით, რამაც აუდიტორიასთან სხვადასხვა ბრენდების, ორგანიზაციების, მედიისა და ბლოგერების კიდევ უფრო მოხერხებულ და ეფექტურ კომუნიკაციას შეუწყო ხელი. ამ სიახლით კი Viber-მა კონტენტის შემქმნელებისა  და მესენჯერების მომხმარებლების ინტერესი არხების მიმართ კიდევ უფრო გაზარდა. 

საქართველოში პოპულარულ არხებს ათეულობით და ასობით ათასი გამომწერი ჰყავს. მაგალითად, არხი Viber საქართველო, აქვეყნებს სიახლეებს Viber-ის განახლებებისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების, ადგილობრივი AR ლინზებისა და სტიკერების ნაკრების შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამ არხს, დაახლოებით, 175 ათასი გამომწერი ჰყავს.

თქვენ შეგიძლიათ არხი სასურველი თემის ან ინტერესების კატეგორიის მიხედვით მოიძიოთ ჩატბოტის „საქართველო კატალოგი“-ის საშუალებით, სადაც ინფორმაცია კატეგორიების მიხედვით არის დალაგებული. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ კატალოგში ყველაზე პოპულარული არხების სია.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

 

Businesspartner