ბიზნესი
27/06/2023

ვეტერინარული სერვისების გაძვირებამ შინაური ცხოველების დაზღვევაზე მოთხოვნა გაზარდა

შინაური ცხოველების დაზღვევაზე მოთხოვნა ძალიან დაბალია,  თუმცა ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ვეტერინარული სერვისების გაძვირებას უკავშირდება. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია "ირაოს" ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ელენე მარგიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ძაღლების დაზღვევის პროდუქტი აქვს და აღნიშნული პოლისების რაოდენობა 100-მდეა, რაც დაბალ მოთხოვნას აჩვენებს, თუმცა უახლოეს პერიოდში კომპანია კატების დაზღვევის სერვისსაც აამოქმედებს.

„შინაური ცხოველების დაზღვევაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ დაბალია, რადგან  ადამიანები ვერ ხედავენ ასეთი პაკეტის შეძენის საჭიროებას. როცა ძაღლი პატარაა, მას არ უწევს ვეტექიმთან ხშირი ვიზიტი. მოგვიანებით კი, როცა ასეთი სერვისების საჭირობა დგება, ადამიანები უფრო მეტად იღებენ დაზღვევის შეძენის გადაწყვეტილებას. მოთხოვნა მზარდია, რასაც ბიძგი მისცა ვეტერინარული მომსახურების გაძვრებამ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი პროდუქტი სხვადასხვა მაღაზიებში ფასდაკლებასაც ითვალისწინებს,“ - აღნიშნა მარგიშვილმა.

ძაღლების დაზღევის პოლისის პრემია თვეში 30 ლარი ღირს.  ეს ფასი პროდუქცის ბაზარზე გამოჩენის დღიდან, 2021 წლიდან, არ შეცვლიილა. ამდენივე იქნება კატების დაზღვევის ღირებულებაც.

„ირაო“ ერთადერთი კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც დაზღვევის ეს სახეობა აქვს. პაკეტის პირობები ასეთია: შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის (ჯიშიანი, მეტისი) პატრონიანი ძაღლების დაზღვევა, რომელთა ასაკი არ აღემატება 8 წელს.

პოლისი მოიცავს ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეული შინაური ცხოველის სამედიცინო მომსახურების გაწევის საჭიროებასთან და უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარ ზიანთან: ირაო ასისტანსი - 24 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია; გეგმიური ამბულატორიული მომსახურება; გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება; გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება; გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო; მედიკამენტები; ონკოლოგია; ვაქცინაცია.

პოლისის მფლობელები, სხვადასხვა სპეციალურ შეთავაზებასთან ერთად, საჩუქრად იღებენ 20 ლარიანი ფასდაკლების ბარათს ერთერთ ზოომაღაზიაში, 20%-იან ფასდაკლებას გრუმინგზე, იურიდიულ მომსახურებაზე, მაღაზიებსა და ძაღლების ტაქსზე საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მომსახურებზე.

 

Businesspartner