ბიზნესი
22/01/2021
ვერ ვიტყვით კონკრეტულ რიცხვს და თარიღს - ვიცე-პრემიერი ბიზნესების გახსნაზე
ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი კერძო სექტორის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ბიზნესი მთავრობისგან კონკრეტული თარიღების დასახელებას ითხოვს, როდის ვინ შეეძლება მუშაობის აღდგენა.
ვიცეპრემიერი ამბობს, რომ სახელმწიფოს ამის განსაზღვრა არ შეუძლია და ის ეპიდემიოლოგიური ვითარების ცვლილებაზეა დამოკიდებული.
"ვერ ვიტყვით კონკრეტულ რიცხვს და თარიღს, როდის იქნება ამის გახსნა შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან და ვირუსის გავრცელებასთან, ვერ გვექნება საშუალება უშუალოდ მხოლოდ თარიღებით ვისაუბროთ. ჩვენს გადაწყვეტილებებზე არა კონკრეტული თარიღი, არამედ ქვეყნაში ვირუსის გავრცელება მოქმედებს",- აღნიშნა ცქიტიშვილმა.