ბიზნესი
14/04/2023

"ვაწარმოებთ 5 სახეობის შოკოლადის კვერცხს, ფასები ₾44-დან ₾100-მდეა“ - შოკოტელა

ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელმა კომპანია „შოკოტელამ“, სააღდგომოდ შოკოლადის კვერცხებისა და ბაჭიების წარმოება დაიწყო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა,  პირველად სააღდომოდ, შოკოლადის კვერცხი 2 წლის წინ დაამზადეს და მას შემდეგ, ამ პროდუქტის დახვეწა მიმდინარეობს.

„ყოველწლიურად, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება ჩვენი სააღდგომო კვერცხის დიზაინი. ამჟამად, გვაქვს 5 სახეობის კვერცხი, სხვადასხვა ფერებში. თითოეულ დიზაინში არის 3 სხვადასხვა ზომა - დიდი, საშუალო და პატარა“, - აღნიშნა მარიამ კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, „შოკოტელას“ სააღდგომო შოკოლადის კვერცხებში მოთავსებულია ბომბონები. კერძოდ, პატარა კვერცხში დევს 5 ცალი ბომბონი, საშუალოში - 7 ცალი, დიდში კი - 10. სააღდგომო კვერცხების ღირებულება სხვადასხვა ზომის მიხედვით, 44 ლარიდან 100 ლარამდეა.

„გარდა ამისა, წელს დავამატეთ შოკოლადის ბაჭიები. ეს უფრო ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. სხვათა შორის, ჩვენს სააღდგომო პროდუქციაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, გვაქვს წინასწარი შეკვეთები. ძალიან მოსწონს ჩვენს მომხმარებელს ეს პროდუქტი და მოთხოვნა აღდგომის შემდგომაც ნარჩუნდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, აპრილის ბოლომდე იქნება სააღდგომო კვერცხები რეალიზაციაში“,  - განმარტა „შოკოტელას“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022