ბიზნესი
05/07/2023

ვალერი ჩეხერია: აგროტურიზმი არის ტურიზმის მომავალი

„აგროტურიზმი არის ტურიზმის მომავალი“ - ამის შესახებ „აგროპარტნიორს“  „რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

„ეს არის ის ტრენდი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოჰყავს ტურისტი. დღესდღეობით, როდესაც მოგზაური არჩევს ლოკაციას, თუ სად უნდა წავიდეს და დაისვენოს, გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით,  რამდენად ხარისხიან საკვებს შეჭამს და  როგორ გარემოში იქნება."- აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ. 

მისივე განმარტებით, საქართველოს შეუძლია აგროტურისტულ ობიექტებში მაღალმხარჯველუნარიანი  ტურისტები მოიზიდოს.

„აგროტურიზმი თანდათან უფრო და უფრო მეტი მოგზაურისთვის ხდება მიმზიდველი. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების უდიდესი პოტენციალია. მისი არ გამოყენება დაუშვებელია. ყველა შემთხვევაში, ევროპიდან ამერიკიდან აზიიდან იქნება მოთხოვა, რომ  ჩამოვიდნენ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიირთვან და დაისვენონ.“-განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

ცნობისთვის, აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობის ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან. ცვლილებას „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

კანონპროექტით, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა 10 წლით არის გათვალისწინებული.

ცვლილება "ტურიზმის შესახებ" კანონპროექტიდან გამომდინარე შემუშავდა და მისი ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 1 ივლისი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023