ბიზნესი
29/01/2021

ვალერი ჩეხერია "აჭარა ჯგუფიდან" საკონსულტაციო ბიზნესში მიდის

ვალერი ჩეხერია „აჭარა ჯგუფის“ ოფიციალურად დატოვების შემდეგ, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ეს იქნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

მათ შორის, სტუმარ-მასპინძლობის და სოფლის მეურნეობის.

„აჭარა ჯგუფი" ჯერ ოფიციალურად არ დამიტოვებია, ვასრულებ იმ საქმეებს, რომელიც დაწყებული მქონდა. შესაბამისად, სანამ არ დავტოვებ ჯგუფს, მანამდე ახალ გეგმებზე ფოკუსს ვერ ვაკეთებ. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ ეს არის. დამატებით დეტალებზე ახლა ვმუშაობ“, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.

შეგახსენებთ, ვალერი ჩეხერიას „აჭარა ჯგუფის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა. მაშინ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებდა, ვერც იმას, თუ ოფიციალურად  როდის დატოვებდა ოფიციალურად დაკავებულ თანამდებობას, ვერც მიზეზებს. მაშინ ჩეხერია არ საუბრობდა არც სამომავლო გეგმზე.