ბიზნესი
31/03/2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე: მთავრობას, სებ-სა და ბიზნესს შორის შეხვედრა გაიმართება

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ახლო მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და კერძო სექტორის მონაწილეობით შეხვედრა შედგება.

„ფიზიკური პირების უმრავლესობას დღეს ლარში აქვს სესხები და შესაბამისად, ქართველი მოსახლეობის უმეტეს ნაწილზე კურსის ცვალებადობა არ ახდენს ზეგავლენას. რა თქმა უნდა, კურსის ფაქტორი ბიზნესებზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში არა მარტო კურსის, არამედ ბევრი ფაქტორია, რომელიც წლის პირველ ნახევარში ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ რთულია. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხად მივიღეთ, რომ რა თქმა უნდა ამაზე მთავრობა ფიქრობს და ალბათ, მოკლე პერიოდში მოხდება ერთობლივი შეხვედრა, სადაც ბიზნესის, ეროვნული ბანკის და მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან“,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.