ბიზნესი
11/05/2021

USAID YES-Georgia ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს

"ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა” (USAID YES-Georgia) ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო ტური, რომელიც მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენლებს უკეთ გაეცნოთ USAID YES-Georgia-ს პროგრამის ბენეფიციარები და ტრენინგ კურსებში მონაწილე ქალების ბიზნესები, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 

ტურის ფარგლებში ჟურნლისტები და პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები ესტუმრნენ მეწარმეებს ხაშურში, ლანჩხუთში, ქუთაისსა და ქობულეთში, სადაც პროექტის ბენეფიციარებმა სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს  და დეტალურად გააცნეს მედიის წარმომადგენლებს  მათ მიერ შექნილი საწარმოები და ის სიახლეები, რაც პანდემიის მიუხედავად წარმატებით დანერგეს საკუთარ რეგიონსა და სოფელში.

ტურის ფარგლებში ორგანიზატორებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა  და ქალი მეწარმეების ჩართულობაზე ქვეყნის ეკონომიკაში და ქალების გაძლიერების კომპონენტზე. ასევე იმ ინვესტიციაზე, რასაც პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ პროექტის ფარგლებში.

საინფორმაციო ტურის ფარგელბში პროექტის ბენეფიციარებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ იმ გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ, რაც მოკლე პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ასევე იმ გეგმებზე, რომლის დანერგვასაც ქალი მეწარმეები გეგმავენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

ინფო ტური მოიცავდა შემდეგ ლოკაციებსა და საწარმოებს: კაფე ‘’მელბროსი’’, ჩირის წარმოება „ჯეოხემსი’’, ენების ცენტრი „KLC”,  არტ-კაფე „ქეთოსთან“ და კაფე ‘’თეთრი სახლის ბურგერი’’. 

პროგრამამ USAID YES-Georgia უკვე მოიცვა 4500-მდე ახალგაზრდა და ქალი მეწარმე. პროგრამის დაწყებიდან ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში, მეწარმეობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდა 1400-მდე ახალგაზრდას, მათ შორის 800-ზე მეტ ახალგაზრდა ქალს. თანადაფინანსება მოიპოვა 77-მა მიკრო-საწარმომ, ჯამში 500 000 ლარამდე ოდენობით.

USAID-ის პროგრამა - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

USAID YES-Georgia პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.  სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალებს და ახალგაზრდებს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები  უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.