ბიზნესი
08/03/2023

"უპირატესობას ₾200-დან ზემოთ ღირებულების პროდუქციას ანიჭებენ“ - რას ყიდულობენ 8 მარტისთვის

„გაყიდვების კუთხით, ფაქტობრივად, საახალწლო პერიოდის ბოლო დღეებს ვიმეორებთ. როგორც წესი, 3-დან 8 მარტამდე პერიოდი პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელზე დადებითად აისახება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ისი-პარის“ კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა განუცხადა. მისი თქმით, გაყიდვების კუთხით გამოირჩეოდა მიმდინარე წელიც.

„ამ პერიოდში, ჩვენს მყიდველებში, ძირითადად, მამაკაცები სჭარბობენ, თუმცა, არიან ქალბტონებიც. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას - სადღესასწაულო დღეებში, გაყიდვებში დიდ წილს იკავებს: სუნამოები და სუნამოების სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებსაც თავისივე ტანის ლოსიონი და სხვა პროდუქცია მოჰყვება. გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თავის მოვლის საშუალებებსა დ კოსმეტიკურ ნაკრებებზეც“, - აღნიშნა  „ისი-პარის“ კონტენტის მენეჯერმა.

მისივე თქმით, საშუალო საფასო კატეგორია კი, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს, 200 ლარიდან ზემოთ ღირებულების პროდუქცია უფროა, ვიდრე დაბალი საფასო კატეგორია.

ცნობისთვის, შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი-პარის“ სავაჭრო ნიშნით საქმიანობს. კომპანიის  ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობა. დღეს, საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარი“ 20 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

“ისი-პარის“ მაღაზიებში 90-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022