ბიზნესი
10/08/2023

უმალი: საქართველოში იაფფასიანი თევზი უფრო კარგად იყიდება, ვიდრე ძვირადღირებული

თევზის გადამმუშავებელი საწარმო "უმალის" პროდუქციით ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი მარაგდება.

როგორც კომპანიის დირექტორი გენო ნასყიდაშვილი აცხადებს, კომპანიას ბაზრის 40-45% აქვს ათვისებული, თუმცა მიზანია, ეს მაჩვენებელი 70-80%-მდე გაიზარდოს.

მისი თქმით, მათი ძირითადი პროდუქტებია სკუმბრია, ქაშაყი, ქაშაყის ფილე, მოივა. მისივე ინფორმაციით, კომპანია თევზის იმპორტს ნორვეგიიდან ახორციელებს.

"ქართულ ბაზარზე იაფფასიანი თევზი უფრო კარგად იყიდება, ვიდრე ძვირადღირებული.  ამ უკანასკნელს უფრო დღესასწაულებზე ყიდულობენ", - ამბობს გენო ნასყიდაშვილი "ბიზნესი რუსთავი 2"-თან. 

"უმალი" წარმოების გაზრდას გეგმავს, რადგან ექსპორტზე გავიდეს.

"ვაპირებთ, წარმოება გავზარდოთ რადგან შევძლოთ ექსპორტზე გატანა. იმედი გვაქვს, ომი მალე დამთავრდება და უკრაინასთან ვითანამშრომლებთ, ასევე აზერბაიჯანთან", - აღნიშნა გენო ნასყიდაშვილმა. 

ცნობისთვის, თევზის გადამამუშავებელმა საწარმომ „უმალი“  წარმოება რამდენიმე თვის წინ განაახლა. 2022 წლის მაისიდან შპს-ს  "ახალი თევზი", რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით ოპერირებს  წარმოების პროცესი შეჩერებული ჰქონდა.

„უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპრუდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 80 ადამიანია დასაქმებული.

 

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023