ბიზნესი
22/04/2023

"უმალი“ ბაზარზე 7 სახეობის თევზის კონსერვს გამოიტანს

თევზის გადამამუშავებელი საწარმო „უმალი“  ბაზარზე 7 სახეობის კონსერვირებულ თევზს გამოიტანს. ახალი  პროდუქცია ქსელურ მაღაზიებში მაისის ბოლოდან შევა.

როგორც კომპანიის დირექტორმა, გენო ნასყიდაშვილმა  „ბიზნესპარტნიორთან“  საუბრისას განმარტა, კონსერვები „უმალის“ დაკვეთითა და მეთვალყურეობით ლიეტუვაში  არსებულ საწარმოში დამზადდა და პროდუქციით დატვირთული ორი კონტეინერი  უკვე გზაშია.  

„პროდუქცია 17 აპრილს გამოიგზავნა, მაისის ბოლოდან უკვე შევძლებთ გაყიდვების დაწყებას. კონსერვები ბაზარზე „უმალის“ ბრენდით გამოვა. პირველ ეტაპზე 200 000 ქილის დამზადების შეკვეთა მივეცით. მოცულობები მოთხოვნის შესაბამისად შეიცვლება. პროდუქცია ბალტიის ქაშაყით იქნება დამზადებული და რაც მთავარია  - პრემიუმ ხარისხის. ლიეტუვაში  არსებული საწარმო მაღალტექნოლოგიურია, ჩვენც მათგან ვსწავლობთ. შესაბამისად, კონსერვების იქ დამზადება ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ნედლეულის ტრანსპორტირება და აქ საწარმო ხაზის აწყობა. რა თქმა უნდა, ხარისხი მკაცრად კონტროლდება.

ქართულ ბაზარზე არსებული კონსერვების დიდ ნაწილში თევზის სტრუქტურა იმდენად არის დარღვეული, რომ რთულია გარჩევა რომელი სახეობის პროდუქტია მასში. ჩვენი ასე არ იქნება, გემოვნურ თვისებებთან ერთად, მთავარი მოთხოვნა იყო,   რომ თევზი არ ყოფილიყო დაშლილი.“ -აღნიშნა გენო ნასყიდაშვილმა.

ცნობისთვის, თევზის გადამამუშავებელმა საწარმომ „უმალი“  წარმოება ცოტა ხნის წინ განაახლა. 2022 წლის მაისიდან შპს-ს  "ახალი თევზი", რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით ოპერირებს  წარმოების პროცესი შეჩერებული ჰქონდა.

„უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპრუდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 80 ადამიანია დასაქმებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023