ბიზნესი
24/02/2023

უკრაინასთან დაკავშირებით გეგმები გვქონდა, ომის გამო კი პროექტი გაჩერდა - MadaMwine

მხოლოდ ქალბატონებისთის დამზადებული ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანია MadaMwine-ს რუსეთ-უკრაინის ომმა პრობლემები შეუქმნა და მნიშვნელოვანი პროექტიც შეუჩერა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ MadaMwine-ის დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა განუცხადა, უკრაინაში ექსპორტზე გასვლა განიხილებოდა, მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულებული იყო, თუმცა, ომმა ყველაფერი ჩაშალა.

„პირადად ჩემი კომპანიისთვის, ამ ომმა საკმაოდ დიდი, ნეგატიური გავლენა იქონია. გარდა საექსპორტო გეგმების ჩაშლისა, გაგვიძვირა პროდუქცია, იმიტომ, რომ ეტიკეტებს ვუკვეთავდი კიევში, ომის შემდეგ კი ყველაფერი შეწყდა. მოგვიწია ამ ეტიკეტების სხვა ქვეყნებიდან შემოტანა.

ბოლო პერიოდში, ზოგადად, ყველაფერი ძალიან გაძვირდა, დამხმარე მასალებით დაწყებული, ეს იქნება: ბოთლი, ჩაჩი, საცობი, თუ სხვა. გაძვირდა ტრანსპორტირებაც, თუმცა იმ ქვეყნებთან რომლებთანაც ვმუშობ, ხელი არ შეუშლია და შეკვეთები გაიზარდა კიდეც“,- აღნიშნა მანანა ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, MadaMwine-ის მიერ წარმოებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტოა და მასზე მოთხოვნა, ძირითადად, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთშია. გასულ, 2022 წელს კომპანიამ 4000 ბოთლი ღვინო გაყიდა, წელს კი წარმადობის გაზრდა იგეგმება.

ცნობისთვის, კომპანია MadaMwine ქართული ღვინის ბაზარზე 2016 წლის ბოლოს გამოჩნდა და მომხმარებელს, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ხასიათისა და სოციალური მდგომარეობის ქალისთვის შექმნილ 5 სახეობის ღვინოს სთავაზობს. მათ შორის, სადიასახლისოს, რომელსაც კერძის მომზადების დროს იყენებენ ქალბატონები. კომპანიამ, ასევე გამოუშვა „როზე“, რომელსაც მაღალი გრადუსი არ აქვს და ახალგაზრდებზეა გათვლილი.

MadaMwine-ის ღვინო თელავში, ISO სტანდარტის მქონე საწარმოში იწარმოება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022