ბიზნესი
25/04/2023

უძრავი ქონების კვირეული 28 აპრილს იხსნება

უძრავი ქონების კვირეული 28 აპრილს იხსნება.

უძრავი ქონების კვირეული ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ექსპოჯორჯიას ორგანიზებით და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) თანაორგანიზებით ხორციელდება. კვირეული აერთიენებს ოთხ Ძირითად ღონისძიებას:


• უძრავი ქონების გამოფენა
• სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build
• Nar საერთაშორისო კონფერენცია
• უძრავი ქონების ფორუმი
გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია: 28 აპრილი 11:00 საათზე (მე 11 პავილიონი)


გახსნის ცერემონიაში სიტყვით გამოვლენ: ექსპოჯორჯიას დირექტორი- რესან ქიქავა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი-ლევან დავითაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის ეკონომუკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსივახტანგ ლომჯარია, პოლონეთის ელჩი-მარიუშ მაშკევიჩი, აშშ-ის რეალტორთა ასოციაციის, პრეზიდენტი-კენი პარსელი, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტი-ვაჟა მებაღიშვილი.

უძრავი ქონების გამოფენა


ღონისძიება ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო
ბაზარზე.

კვირეული საინტერესოა საცალო დამთვალიერებლისთვისაც, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების თითქმის ყველა შეთავაზებას და ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებით/ფასდაკლებებით.

მონაწილეობას იღებს 40-ზე მეტი დეველოპერული კომპანია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ 70 მდე საერთაშორისო საბროკერო კომპანიას.


Caucasus Build

გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, 2023 წლის 28-30 აპრილს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 28-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება. მრავალი წელია გამოფენა
წარმატებით აკავშირებს ერთმანეთს სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. წელს ღონისძიება უკვე ოცდამერვედ შეკრებს მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართულ თუ უცხოურ კომპანიებს.
მონაწილეობას იღებს 110 კომპანია 7 ქვეყნიდან.


სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების წახალისებასთან
ერთად, Caucasus Build-ის მიზანია, გააცნოს ინდუსტრიის ტრენდები რემონტითა და მშენებლობით
დაინტერესებულ კერძო პირებს და გაუმარტივოს მათ ალტერნატივების ძიების პროცესი.


NAR საერთაშორისო კონფერენცია

რეალტორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელის საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ორგანიზებით და ექსპოჯორჯიას თანაორგანიზებით წელს თბილისში გაიმართება. ეს არის მთავარი რეგიონალური პლატფორმა უძრავი ქონების ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეებისთვის.

ღონისძიებას 70 ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება 15 ქვეყნიდან. მათ შორის აშშ-ს და ევროპის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტები. პარალელურად სამი დღის ტარდება არაერთი საინტერესო შეხვედრა და პანელური დისკუსია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023