ბიზნესი
24/07/2023

უძრავი ქონება გაძვირდა - ფასები უბნების მიხედვით

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი,- ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს. 

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების
სეგმენტებს.

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი). 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.

უბნების მიხედვით 2023 წლის მეორე კვარტალში ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მთაწმინდა – 5 167 ლარი;
  • ვაკე – 4 404 ლარი;
  • კრწანისი – 3 417 ლარი;
  • საბურთალო – 3 397 ლარი;
  • ჩუღურეთი – 3 284 ლარი;
  • დიდუბე – 3 131 ლარი;
  • ნაძალადევი – 3 006 ლარი;
  • ისანი – 2 917 ლარი;
  • გლდანი – 2 891 ლარი;
  • სამგორი – 2 718 ლარი.

 კერძო სახლების სეგმენტის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით არის:

  • მთაწმინდა – 3 776 ლარი;
  • ვაკე – 3 647 ლარი;
  • საბურთალო – 2 811 ლარი;
  • დიდუბე – 2 628 ლარი;
  • ჩუღურეთი – 2 622 ლარი;
  • ისანი – 2 287 ლარი;
  • კრწანისი - 2 272 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 170
  • სამგორი – 2 123 ლარი;
  • გლდანი – 1 955 ლარი

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023