ბიზნესი
06/05/2023

"უძრავ ქონებაზე ფასების "პლატოა" და ზრდის ან კლების საფუძველს ვერ ვხედავთ"

ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარზე ფასები სტაბილურ ეტაპზე, „პლატოზეა“ და ფასების არც ქვემოთ და არც ზემოთ წასვლის პროგნოზის საფუძველი არ არსებობს.

ამის შესახებ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.

„პროგნოზებს, როგორც წესი, არ ვაკეთებ, რადგან, საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთ პროგნოზებში ცდებიან ხოლმე. თუმცა ამჟამად ვართ “პლატოზე“, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ფასი ქვემოთ წამოვიდეს  და ზრდის ნაწილშიც ამას დიდად ვერ ვხედავთ. დოლარის კურსმაც დიდი სხვაობა მოგვცა,“- განმარტა მებაღიშვილმა.

მისი თქმით ეს ასევე ეხება სააგარაკე უძრავ ქონებას - სახლებსა და მიწებს, თუმცა შეიცვლება თუ არა ფასები - ეს რამდენიმე კვირაში გამოჩნდება, როცა ამ სეგმენტში მოთხოვნის „ციებ-ცხელება“ დაიწყება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023