ბიზნესი
06/06/2023

"თუ შოკოლადის შიგთავსი არ შეესაბამება ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესდება“

1-ელი ივლისიდან კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და ბაზარზე განთავსება, მალე შესაბამისი მოთხოვნების დაცვით მოხდება.

შეასრულებენ, თუ არა შოკოლადის მწარმოებლები და ასევე მისი იმპორტიორები ახალი რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამას სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა  თენგიზ კალანდაძემ განუცხადა, სურსათის სააგენტო აიღებს პროდუქციის ნიმუშებს და მას ლაბორატორიაში შეამოწმებს. იმ შემთხვევაში, თუ დაღვევები გამოიკვეთა, ფინანსური სანქციები დაწესდება.

„მსგავს პროდუქტებზე უკვე ვახდენთ გარკვეულ სანქცირებას. კონტროლის სისტემა არის შემდეგნაირი: სურსათის სააგენტო აიღებს ნიმუშებს, წაიღებს ლაბორატორიაში, მოხდება ლაბორატორიული შემოწმება და თუ, აღმოჩნდება რომ პროდუქციის შიგთავსი არ შეესაბამება ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, ეს არის ეტიკეტის წესის დარღვევა და ამისთვის გარკვეული ფინანსური სანქციები არის დაწესებული, თუ არ ვცდები 500 ლარამდე ერთჯერადად. გარდა ამისა, ამ პროდუქციის ამოღება იქნება დავალდებულებული მარკეტისათვის“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა.

თავად, შოკოლადის ინდუსტრიის წარმომადგენლები საფასო პოლიტიკაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი მის გადახედვას არ აპირებენ.

სპეციალისტების განმარტებით, შოკოლადის პროდუქტებთან დაკავშირებით, რეგულირების ერთიანი პრინციპების შემოღება, ბაზარზე არანიარ ცვლილებას, მათ შორის არც შოკოლადის გაძვირებას არ გამოწვევს, რადგან არც მწარმოებლებს და არც იმპორტიორებს ხარჯი არ გაეზრდებათ.

„რეგლამენტი რასაც ითვალისწინებს, ის მწარმოებელ კომპანიებს ცალსახად გათვალისწინებული ექნებათ და შესაბამისი წარწერა იქნება გასაკეთებელი. ხოლო, იმპორტიორებს, რომლებიც ადგილზე ახდენენ იმპორტირებული პროდუქტის დასტიკერებას, მათთვის სტიკერზე ამის გამიჯვნა არ იქნება ხარჯებთან დაკავშირებული“, - განმარტა ივა ჭყონიამ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავჯდომარემ.

შეგახსენებთ, შოკოლადის ბიზნესი ახალი რეგულაციის მოლოდინშია. კერძოდ, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და ბაზარზე განთავსება, მალე შესაბამისი მოთხოვნების დაცვით მოხდება.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიზანი შოკოლადის პროდუქტებთან დაკავშირებით რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, ოფიციალურად 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023