ბიზნესი
08/02/2021

თუ არ იქნება მესამე ტალღა, პანდემიამდე მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს დავუბრუნდებით - Beko

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი  Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში მესამე ტალღის არ არსებობის, შეზღუდვების მოხსნის და პოლიტიკური სტაბილურობის შემთხვევაში, კომპანია შეძლებს მიმდინარე წელი ბევრად უკეთესად დახუროს, ვიდრე 2020 წელი.  

უფრო მეტიც, ბიზნესმენი აცხადებს, რომ შესაძლოა  BeKo 2019 წლის, პანდემიამდე მაჩვენებელს  დაუბრუნდეს. 

მესამე ტალღის შემთხვევაში კი პროგნოზი ნეგატიურია და ის შეიძლება 2020 წელზე ბევრად უარესი და ზარალიანი აღმოჩნდეს.  

შეგახსენებთ, Beko-ს  ქსელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დახურული იყო. ყველა მაღაზია 1 თებერვლიდან გაიხსნა.