ბიზნესი
22/08/2020
Tsikolia Watches 2020 წლის ბოლომდე საათების ხუთ ახალ მოდელს გამოუშვებს
Tsikolia Watches“ 2020 წლის ბოლომდე საათების ხუთ ახალ მოდელს გამოუშვებს.ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში თავად ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განაცხადა.
„ეს იქნება როგორც მამაკაცის სააათი Seven-ი, ისე ქალის, რომელიც „მარინას“ ბრენდით აეწყობა.წარმოებაში ჩაშვებულია „pilot watch“-ც, რომლის ბუდეც 40-დან 42 მმ-მდე იქნება. ეს სწორედ იმათთვის,ვისაც პრეტენზიები აქვს, რომ თხელი მაჭა აქვს და დიდი საათებს ვერ ატარებს“-აცხადებს ზვიად ციკოლია.
როგორც ცნობილია,„Tsikolia Watches“, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.