ბიზნესი
28/03/2021
წიაღის სასაქონლო პროდუქტების წილი წმინდა ექსპორტში გაზრდილია
წიაღის სასაქონლო პროდუქტების წილი ადგილობრივ ექსპორტში იზრდება.
საქსტატის 2021 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით წიაღის სასაქონლო პროდუქტების წილი ყველა მიმართულებით გაზრდილია.
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე, 94.5 მლნ დოლარით, სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი. ამ საექსპორტო პროდუქციის მაჩვენებელი წლიურ 5%-იან ზრდას აჩვენებს. წმინდა ექსპორტში კი მისი წილი 25,6%-ია.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობებია 52.1 მლნ დოლარით და ექსპორტის მაჩვენებელი 23,4%-ით არის გაზრდილი, წილის კი ექსპორტში 14%-ით განისაზღვრება. ექსპორტში მისი წილი 5%-ია.
საექსპორტო პროდუქციის წამყვან სასაქონლო პროდუქტებზე მეხუთე პოზიციაზეა მინერალური და მტკნარი წყლები 18.4 მლნ დოლარით. ამ შემთხვევაში მაჩვენებელი 17%-ით არის გაუმჯობესებული.
2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ 494.7 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 6.8%-ით ნაკლებია ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.
წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს სამთომოპოვებით მრეწველობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 93.7%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს და 101.5 მლნ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.5%-ია. სამთომოპოვებით მრეწველობა სამ უმსხვილეს სექტორში შედის, სადაც ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.