ბიზნესი
26/04/2023

Trademap-ის ქართული ანალოგი - ექსპორტიორებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა

ექსპორტიორებისთვის ონლაინ პლატფორმა  შეიქმნა, სადაც კომპანიებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ხუთ ქვეყანასთან სავაჭრო პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ქართულ ენაზე  შეუძლიათ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ,გვანცა მელაძემ განუცხადა, პორტალი საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს.

„პლატფორმაზე  eap.tradehelpdesk.org    წარმოდგენილია შავი ზღვის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე ამომწურავი ინფორმაცია, რაც ვაჭრობასთან არის დაკავშირებული. უფრო კონკრეტულად კი სავაჭრო სტატისტიკა და ანალიზი ქართულ ენაზე. ენის ბარიერი მწამოებლებისთვის ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის კვლევისა და შერჩევისას ექსპორტიორები  ინფორმაციის მოძიებას ამ პორტალის საშუალებით ქართულ ენაზე შეძლებენ,“-აღნიშნა გვანცა მელაძემ.

მისივე განმარტებით, ახალი პორტალი ცნობილი სავაჭრო პლატფორმის Trademap-ის ქართული ანალოგია.

„რეალურად ზღვა ინფორმაციაა ქართულ ენაზე ნათარგმნი და გაანალიზებული. მაისში იწყება ერთკვირიანი ტრენინგები,  სადაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ITC-ის  წარმომადგენლები მოამზადებენ ტრენერებს, რომ შემდგომში მათ მეწარმეებს გადასცენ საჭირო ინფორმაცია და აუხსნან თუ  როგორ უნდა გამოიყენონ ეს პორტალი.“-აღნიშნა გვანცა მელაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023