ბიზნესი
28/01/2022

TOYO - ეკოსათამაშოების ქართული ბრენდი, რომელიც ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული

TOYO ქართული კომპანიაა, რომელიც ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს აწარმოებს. 

TOYO-ს დამფუძნებელი ანუკი თევდორაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ბრენდი ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში ვითარდება და იმისათვის, რომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილონ, თანამშრომლების დამატებასაც გეგმავენ.

"იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია პანდემიის პერიოდში დაარსდა, რთული იქნება ვთქვათ თუ რა იქნებოდა პანდემიის მიღმა. თუმცა, ჩვენს პოპულარობასთან ერთად მოთხოვნაც დღითიდღე მატულობს.  

ჩვენი ბრენდი კონკურენტებისგან სათამაშოების მრავალფეროვნებითა და განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. მომხმარებელს ვთავაზობთ განმავითარებელ სათამაშოებს 0 თვიდან, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც ანალოგი არ ჰყავს ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება კონკურენციას, ამაზე ერთს ვიტყვით, რაც მეტი კომპანია გამოჩნდება მსგავსი პროდუქციით, ჩვენთვის იქნება დიდი მოტივაცია, ხოლო მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის საშუალება," - აღნიშნავს ანუკი თევდორაძე.

ამ ეტაპზე TOYO-ს სათამაშოების შეძენა მომხმარებელს მხოლოდ ონლაინ შეუძლია. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე საბავშვო მაღაზიასთან.

"ჩვენი სათამაშოები ექსპორტზე ჯერჯერობით არ გაგვაქვს, მაგრამ გვყავს არაერთი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნიდან და მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვახორციელებთ.

საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ მომხმარებლებს, გვაქვს პირამიდები, ცისარტყელები, გეომეტრიული სათამაშო თავსატეხები, მუსიკალური სათამაშოები და სხვა. მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადად მხოლოდ ადგილობრივ ხის მასალებს და უცხოური ბრენდის საღებავებს ვიყენებთ," - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

ინფორმაციისთვის, TOYO ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. პროექტი კერძო ინვესტიიცით განხორციელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023