ბიზნესი
17/07/2023

თორნიკე სამხარაძე: ამ ზაფხულს გაყიდვების 15%-იან ზრდას ველოდებით

გასულ წელთან შედარებით, საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს გაძვირების ფონზე, ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე ფასები  საქართველოშიც გაზრდილია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საიუველირო სახლი   „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ  განუცხადა, 1 უნციაზე ნედლი ოქროს ფასი, ბოლო 1 წელში, 220 დოლარითაც კი არის მომატებული.

„ჩვენი პროდუქცია იძულების წესით გავაძვირეთ შარშან მაისში, მას შემდეგ, ფასი არ დაგვიკორექტირებია. ფასების მომატება ბევრმა ფაქტორმა განაპრობა, უმეტესად, რუსეთ-უკრაინის ომის გამოძახილი იყო ძვირფას ქვებზე ფასის კოლოსალური ზრდა, რაც ვეღარ აიტანა საწარმომ და მოგვიწია ფასების გაზრდა.

გაზრდილი ფასების მიუხედავად, 2022 წლის ზაფხულში, მოთხოვნა გაიზარდა წინა წელთან შედარებით. დინამიკას რომ გადავახედოთ, წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ წინა წლის მოთხოვნას გადავაჭარბებთ“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

მისივე თქმით, „ზარაფხანას“ გაყიდვების მაჩვენებელი 2022 წლის ზაფხულში, 2021 წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით, 20%-ით იყო გაზრდილი, წელს კი 15%-იანი ზრდის მოლოდინია. 

როგორც თორნიკე სამხარაძე განმარტავს, ოქრო საქართველოშიც რჩება მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად, მას ასევე აქტიურად გამოყენება საჩუქრის დატვირთვითაც.

ცნობისთვის, 2023 წლის განმავლობაში ოქროს ფასები უმეტესად 2000 დოლარის ფარგლებშია,  მაშინ, როცა 2022 წელს, ძირითადად, 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღევანდელი მდგომარეობით კი, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1,954 დოლარს შეადგენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023