TOP-5 სატვირთო ავიაკომპანია გადაზიდული ტვირთების მიხედვით
2021 წლის მარტში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ია.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის მარტში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ი 492,405 ტონა ტვირთს მოემსახურა.
საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Turkish Cargo-ა, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით მარტში 427,472 ტონა ტვირთი გაატარა.
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ლუქსემბურგის კომპანია Cargolux Airlines-ი, რომელიც მარტში 230,592 ტონა ტვირთს მოემსახურა. რაც შეეხება ბელორუსულ ავიაკომპანია Rubystar Airways-ს მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 212,524 ტონა ტვირთს მოემსახურა. აზერბაიჯანულმა სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-მა კი მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 53,746 ტონა ტვირთი გაატარა.
აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.
TOP-5 სატვირთო ავიაკომპანია გადაზიდული ტვირთების მიხედვით:
Easy Charter;
Turkish Cargo;
Cargolux Airlines;
Rubystar Airways;
Silk Way West Airlines;
საჰაერო გზით გატარებული ტვირთებიდან ექსპორტის მხრივ ყველაზე მეტ ტვირთს Easy Charter-ი (492,405 ტონა) მოემსახურა, ხოლო იმპორტის მხრივ Turkish Cargo (381,272 ტონა).
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 38%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 705,351 ტონა შეადგინა, 2020 წლის მარტში კი 1 235,547 ტონა.
შესაბამისად ტვირთბრუნვა 38,02%-ითაა გაზრდილი.
2021 წლის მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის მარტში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით 16,86%-ითაა შემცირებული. 2019 წლის მარტში აეროპორტმა 2 051,226 ტონა ტვირთი გაატარა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.