ბიზნესი
11/05/2023

თოლია: წელს ნაყინის გაძვირება არ იგეგმება

საქართველოში ნაყინის გაყიდვები აქტიურ ფაზაში შევიდა. კომპანიები წარმატებული სეზონის მოლოდინში არიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ განუცხადა, ბოლო 1 წელში, საქართველოში როგორც ნაყინის ბაზარი, ისე გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

„უკვე სრულიად საქართველოს მასშტაბით შევიდა ჩვენი პროდუქცია სავაჭრო ქსელებში და სეზონის საკმაოდ კარგი სტარტი გვაქვს. თუ შევადარებთ 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს, 2022 წლის ამავე საანგარიშო პერიოდს, გაყიდვებში 5%-იანი ზრდა გვაქვს. თავის მხრივ, 2022 წელიც წარმატებული იყო 2021 წელთან შედარებით და ბევრად მომგებიანი“, - აღნიშნა სანდრო ლომთაძემ.

„თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ფაქტმა გასულ წელს ნაყინის გაძვირება განაპირობა.

„ომს გაყიდვების მაჩვენებელზე არ უმოქმედია, მოთხოვნა არ შემცირებულა, თუმცა მოგვიწია ნაყინის ფასების 11-12%-ით დაკორექტირება ზრდის მიმართულებით. ნედლეულის კუთხით რუსეთზე არ ვიყავით დამოკიდებული, თუმცა, გარკვეული პროდუქცია უკრაინიდან შემოგვქონდა და ომის გამო, გაიზარდა როგორც ნედლეულის ღირებულება, ისე ტრანსპორტირების ვადები და ხარჯები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი წინა წელს აისახა უკვე ნაყინის ფასზე. წელს ნაყინის გაძვირება არ განიხილება“, - განმარტა სანდრო ლომთაძემ.

შეგახსენებთ, კომპანია ”თოლია” ქართულ ბაზარზე 26 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-ამდე სახეობას აწარმოებს. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 400 ადამიანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023