“ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა მესტიაში სასტუმროს გახსნა 2021 წლამდე გადადო
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა მესტიაში სასტუმრო „გისტოლას“ გახსნა პანდემიის გამო ერთი წლით გადადო. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესმენმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო მესტიაში 2021 წლის ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება.
კითხვაზე,იქნება თუ არა ეს საერთაშორისო ბრენდი, გურჩიანი განმარტავს,რომ „გისტოლაში“ საერთაშორისო ოპერატორის შესვლა არ იგეგმება.
როგორც გურჩიანი აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია.დარჩენილია მხოლოდ კადრის შერჩევა. „თანამშრომლების დაახლოებით 20%-ი იქნება ადგილობრივი კადრი, დანარჩენს ალბათ სამეგრელოდან ან თბილისიდან შევარჩევთ. ადგილობრივად რთულია პროფესიონალის ნახვა“-აცხადებს გურჩიანი.
შენობა 4- სართულიანია (55 ნომრიანი) და მასში რესტორანიც განთავსდება. ირაკლი გურჩიანმა ახალ სასტუმროს მესტიაში უშბაზე მაღალი მყინვარწვერის სახელი „გისტოლა“ შეურჩია — იგი ზღვის დონიდან 4 860 მეტრზეა.