ბიზნესი
20/03/2023

TNET- მა Super App შექმნა

ტექნოლოგიურმა კომპანია TNET- მა სუპერ აპი წარადგინა, რომლის მიზანიც საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ბიზნსსპარტნიორთან” აცხადებს, Super App-ში თითქმის ყველა სერვისი თუ მომსახურება გაერთიანდება.

"ჩვენი პლატფორმების გარდა, ბუნებრივია მომხმარებლებს აქვს საჭიროებები, რისთვისაც სხვა პლატფორმების გამოყენებაც უწევს.გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ერთი სუპერ აპი, სადაც გავაერთიანებდით როგორც ჩვენს პლატფორმებზე არსებულ სერვისებს და პროდუქციას, ასევე სხვა პარტნიორი კომპანიების სერვისებს. მაგალითად, გეტყვით რომ დაწყებული გვაქვს ტექნიკური სამუშაოები "გლოვოსთან", რომელიც სუპერ აპში ძალიან მალე უზრუნველყოფს საკვების მიწოდებას,"- აცხადებს TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი ნიკა ჩილინდრიშვილი.  

ამ ეტაპზე სუპერ აპში გაერთიანებულია ისეთი სერვისები და პროდუქტები როგორიცა ონლაინ შოპინგი, ფასდაკლების ვაუჩერები და ფასდაკლებები, საერთაშორისო და ლოკალური ღონისძიების ბილეთები და გადახდები.

"მალე სუპერ აპს დაემატება ძალიან ბევრი ფუნქციონალი, რაც ჩვენს მომხმარებელს მისცემს იმის საშაულებას, რომ მხოლოდ ერთ აპლიკაციაში დაიკმაყოფლიონ ის საჭიროებები რაც მათ გააჩნიათ. გარდა ამისა, მათ  არ მოუწევთ სხვადასხვა აპლიკაციებსა თუ პლატფორმებზე ამის მოძიება. სუპერ აპი არა მხოლოდ მის მომხმარებლებს, ასევე ბიზნესს საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს აძლევს - მათ ვისაც არ სურთ დეველოპმენტის გაწევა და ამ რთულ რუტინაში მოხვედრა, და სურთ თავიანთი კონტენტის პროდუქტის თუ სერვისის დისტრიბუცია ციფრულ სივრცეში, სუპერ აპი აძლევს საშუალებას, რომ ჩვენი open API სტრატეგიის ფარგლებში ძალიან მარტივად დაუერთდნენ სუპერ აპს და თავიანთი კონტენტიდ დისტრიბუცია მოახდინონ ჩვენს აპლიკაციაში, რაც მომენტალურად ხელმისაწვდომი გახდება TNET-ის 2 მილიონი მომხმარებლისთვის."-აცხადებს ირაკლი Super app-ის Product Owner-ი სხირტლაძე.

აპლიკაცია სპეციალური ფუნქციონალის საშულებით უკუკავშირს დატოვებს, რაც კომპანიას საკუთარი სერვისებისა და მომსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამასთან, TNET პროდუქტის გამრავალფეროვნებისა და სუპერ აპში ახალი მომსახურებების ინტეგრირების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებს ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის ტაქსისა და ფარმაცევტულ კომპანიებთან.    

"ტექნოლოგიური ბიზნესი მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკური მიმართულებაა, შესაბამისად "გლოვო" და "თინეთი" უკვე პარტნიორობენ. "გლოვოს" აპლიკაციაში შეგიძლიათ იხილოთ "თინეთის" სერვისები, რაც შეეხება სუპერ აპს, მისი მთავარი მისიაა მომხმარებლებს გაუმარტიოს ცხოვრება და მათთვის ყველა საჭირო სერვისი ერთ აპლიკაციაში იყოს ხემისაწვდომი. "გლოვო" თავის მხრივ "თინეთთან" პარტნიორობით ამ მიმართულებაში თავის წვლილს შეიტანს,"- აღნიშნავს  Glovo-ს ინოვაციების მენეჯერი ლუკა ხვადაგიანი.

რაც შეეხება კომპანიის გრძელვადიან გეგმებს, რომლის განხორციელებასაც სავარაუდოდ 1 დან 3 წლამდე პერიოდი დასჭირდება, სუპერ აპი მომხმარებლებს ისეთ სერვისებს შესთავაზებს, როგორიცაა ავტომობილების გაქირავება, კრიპტო ვალუტის მიმოცვლა, საჯარო და სამთავრობო სერვისები, ფინანსური მომსახურებები და სხვა.   შეგახსენებთ, რომ TNET 10 პლატფორმისა და 5 მობილური აპლიკაციისგან შემდგარი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში.