TMC ყვარლის რაიონში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სოციალურ პროექტს იწყებს
აუდიტორული კომპანია TMC ყვარლის რაიონში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმებიის მხარდასაჭერად სოციალურ პროექტს იწყებს.
TMC-ის გენერალური დირექტორის ნუგზარ გაგნიძის განცხადებით, პროექტის მიზანი რეგიონში არსებული კრიზისის და რუსეთ– უკრაინის ომის ფონზე, ბიზნესისთვის მათი კომპანიის 13 წლიანი გამოცდილების გაზიარებაა.
"იქედან გამომდინარე, რომ კახეთი ტურიზმის მიმართულებით კარგად ვითარდება, საპილოტე ლოკაციად შევარჩიეთ ყვარელი. პროექტი 3 ეტაპისგან შედგება და 1 სექტემბრამდე, ესენია: ცნობადობა, ინფორმირებულიბა და გაზიარება. იმედი გვაქვს, რომ ამ შესაძლებლობას ბიზნეს სუბიექტები აქტიურად გამოიყენებენ. საინფორმაციო კამპანიას ფარგლებში, 8 ივლისს ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა-ვორქშოპს გავმართავთ.
დაახლოებით 6 თვის წინ გავხსენით ოფისი, თუმცა ამას დაემთხვა უკრაინის მოვლენები, მაგრმა ეკონომიკის გააქტიურებასთან ერთად, არ გავჩერდით და ჩვენც აქტიურ მოქმედებაზე გადავედით. მომართვიანობამ და კომუნიკაციამ გვიჩბენა, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს ადგილობრივ ბიზნესს. რეგიონებში ჭირს პროფესიული სერვისების მიწოდება. ღვინის მარნებს, სასტუმროებს და დამწყებ ბიზნესებს კვალიფიციური დახმარება სჭირდებათ."- აღნიშნავს ნუგზარ გაგნიძე.
მისივე თქმით, პროფესიული სერვისების დიდი ნაწილი თავმოყრილია თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში. ამიტომ, ყვარლის და ზოგადად კახეთის ათვისების შემდეგ პროგრამა ისეთ მსხვილ ლოკაციებზე გადავა, როგორიცაა ბათუმი. ასევე, იგეგმება გარკვეული სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამ მხრივ ინოვაციების შეთავაზება დაინტერესებული ადამიანებისთვის.
"პროექტის ფარგლებში ასევე გვინდა ადგილობრივ კადრებს დავეხმაროთ კვალიფიჯაციის ამაღლებაში, რაც გულისხმობს ტრენინგების, მასტერკლასების და მათ საჭიროებებზე მორგებული კონსულტაციების სრულიად უსასყიდლოდ ჩატარებას, ხოლო შემდგომ პერიოდში განახვავებული ტარიფებით ვიქნებით წარმოდგენილი რეგიონებში, რადგან სხვა შესაძლებლობებია ბიზნესის მხრიდან და გვინდა მხარი ავუბათ მათ სხვადასხვა გამოწვევების დაძლევაში.
კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგრანტო პროექტებია. მოგეხსენებათ, საქართველოში ბიზნესისს ხელშეწყობის მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მიმდინარეობს და აქტიურად ვმუშაობთ ბიზნეს სუბიექტებთან, რომ მოიპოვონ გრანტები, დავეხმარებით მათ ბიზნესგეგმის შედგენაში, გავუწევთ კონსულტაციას ანგარიშგების შედგენის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას."–ამობს, TMC-ის გენერალური დირექტორი.
ინფორმაციისთვის, აუდიტორული კომპანია TMC უკვე 13 წელია ბაზარზეა და ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ისეთ სერვისებს უწევს, როგორებიცაა: ფინასური აუდიტი, ბუღალტერია, IT აუდიტი, ბიზნეს სამართალი, ქონების შეფასება, საგადასახადო და საბროკერო მომსახურება და სხვა. გასულ წელს კომპანიამ ყვარელში რეგიონული ოფისი გახსნა და აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ბიზნესთან.