ბიზნესი
27/03/2023

თქვენი სილამაზის სამსახურში

სილამაზესა და თავის მოვლაზე ზრუნვა უამრავი ქალბატონისა თუ მამაკაცის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რის გამოც ესთეტიკის ცენტრებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

ბაზარზე უამრავი ესთეტიკის ცენტრი და კონკურენციაც - შესაბამისად მაღალია. კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მომხმარებლის საჭიროების ამოცნობას, დაკმაყოფილებას და კომფორტული გარემოს შექმნას.

Nails Studio Courage სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადგილი გახლავთ, სადაც მომხმარებელს ფრჩხილის მოვლის სხვადასხვა სერვისის მიღება და ფრჩხილის სპეციალისტის პროფესიის შესწავლა შეუძლია. ეს პირველი Nails Studio-ა საქართველოში, რომელიც 2013 წელს გაიხსნა და უკვე იმ მომენტისთვის აღჭურვილი იყო ყველაზე თანამედროვე მოწყობილობებითა და ტექნოლოგიებით, სამუშაო მთლიანად დაფუძნებული იყო საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შორის სტერილიზაციის სისტემასა და ავტოკლავის გამოყენებაზე. მოგვიანებით, კურაჟის დამფუძნებლის და მმართველის ბაგრატ ელიაურის მონაწილეობით შეიქმნა სახელმწიფო სწავლების სტანდარტი და პროგრამა ფრჩხილის მოვლის სპეციალისტებისათვის, პროფესიული სასწავლებლებისათვის და გაიხსნა ფრჩხილის სპეციალისტების მოსამზადებელი სკოლა. ამ სკოლის პარტნიორები გახდნენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები როგორებიცაა: World Vision International, SOS Children's Villages International, International Initiative for Development and Support IIDS, Caritas Internationalis.

"Courage"-ს დამფუძნებელს ბიზნესის მართვის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. თავდაპირველად იგი საზღვრებს მიღმა უძღვებოდა მსგავს საქმიანობას, მოგვიანებით კი სამშობლოში დაბრუნდა და შექმნა ადგილი, სადაც მომხმარებელიც და დასაქმებულიც ერთნაირად ბედნიერად გრძნობს თავს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ლაზერული ეპილაცია. "Kaiser epilation" საქართველოს ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდა. BPN Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობისას ბაგრატ ელიაურმა შვეიცარიელი ექსპერტების დახმარებით და პირადი გამოცდილებითა თუ დაკვირვებით, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ შექმნა ახალი ტექნოლოგიის ჰიბრიდული ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის დროისა და ფულის დაზოგვაა ეპილაციის თანამედროვე აპარატების ხარისხისა და შედეგის შენარჩუნებასთან ერთად.

 

ამ აპარატურით უკვე აღიჭურვა 11 ლაზერული ეპილაციის კაბინეტი თბილისში და წლის ბოლომდე აღიჭურვება ბათუმი, ფოთი, გორი, რუსთავი, მარნეული, ახალციხე, ზუგდიდი.

მომხმარებლების კმაყოფილებამ არ დააყოვნა. სასიამოვნო გარემო, მეგობრული პერსონალი, უმტკივნეულო პროცედურები, შეღავათიანი ტარიფები და გარანტირებული შედეგი - ეს ყველაფერი ის მახასიათებლებია, რაც "Kaiser epilation" და "Courage"-ს საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე სხვებისგან გამოარჩევს.

 

ბაგრატი BPN Georgia-ს პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული მონაწილეა, რომელიც მუდამ განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში იღებს კონსულტაცია-ქოუჩინგს, როგორც ქართველი, ისე შვეიცარიელი ექსპერტებისგან.

ბიზნესის დამფუძნებლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს მომავალში საკუთარი ტექნოლოგიით შექმნილი აპარატებით უცხოეთის ბაზარზე შესვლა და ამ ტექნოლოგიის უპირატესობის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მომხმარებლამდე მიტანა წარმოადგენს.

BPN Georgia-ს გუნდი წარმატებებს უსურვებს ბაგრატს!