თქვენი ხმა მოსმენილი და გაგონილია - მინისტრი რესტორატორებს
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება მზად არის, ნებისმიერ დროს რესტორნებთან კომუნიკაციისთვის.
თუმცა, მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ თუ რესტორნები თვითნებურად გადაწყვეტენ მუშაობის განახლებას, ისინი მკაცრად დაისჯებიან.
"ძალიან მნიშვნელოვანი დარგები გაიხსნა 1-ელი თებერვლიდან. არის კიდევ ძალიან აქტუალური სფერო, რომელიც ასევე დაკეტილია და მალე ვიმსჯელებთ, ესაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენთან დიალოგს. მათი ხმა არის მოსმენილი და გაგონილი. ნებისმიერ დროს ჩვენი კარი მათთვის არის ღია. ყოველთვის მზად ვართ მათთან შესახვედრად. ყოველთვის მათთვის მოსაწონი არ არის ის გადაწყვეტილებები, რასაც ვიღებთ.
არ გვინდა, რომ ერთი თვის თავზე კვლავ დასაკეტი იყოს მოლები, ბაზრობები და რესტორნების გახსნაც კვლავ გადაიდოს. არ მინდა, რომ პარტნიორული ურთიერთობა ჩვენს შორის გართულდეს",- განაცხადა თურნავამ.