ბიზნესი
04/03/2021

"თიბისი დაზღვევა" კრიტიკული დაავადებების განახლებულ პაკეტს 2 კვირაში გამოიტანს

„თიბისი დაზღვევა“ დაახლოებით 2 კვირაში ბაზარზე კრიტიკული დაავადებების დაზღვევის განახლებულ ნაკრებს გამოიტანს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირეტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა, ეს იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი, დისტანციურადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული, დაბალი ლიმიტების შეძენა.

„კრიტიკული დაავადებების დაზღვევა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომლის დახმარებითაც, ვფიქრობთ, ამ წელს სადაზღვევო ბაზარზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა გვექნება“ - აცხადებს ღაძაძე.

როგორც პაატა ღაძაძე აღნიშნავს, კრიტიკული დაავადებების დაზღვევა მომხმარებელს 7 დაავადების დაზღვევას სთავაზობს: ავთვისებიანი სიმსივნე, გულის ინფარქტი, ინსულტი, გულის შუნტირება, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, დამბლა და სიბრმავე.

მისივე თქმით, სხვადასხვა კომპანიის ამავე ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევას ამოქმედებამდე 6 თვიანი მოცდის პერიოდი აქვს. ხოოლო, როგორც თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპარტნიორთან“ დაანონსა, თიბისი დაზღვევის კრიტიკული დაავადბების დაზღვევის მოცდის პერიოდი მხოლოდ 3 თვე იქნება. სადაზღვევო პერიოდი იწყება დაზღვევის შეძენიდან მეორე დღესვე. შემთხვევა ანაზღაურდება, თუ სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან 3 თვის, ან მეტი დროის გასვლის შემდეგ მოხდება დაავადების დიაგნოსტირება.

„სხვა კომპანიები კიბოს პირველი სტადიის დიაგნოზის შემთხვევაში ანაზღაურებას არ გასცემენ, ჩვენ ასეთ დროს სადაზღვევო თანხის 10%-ს ვანაზღაურებთ.

კრიტიკული დაავადბეების დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს დამატებით შეუძლია ნებისმიერი დიაგნოზისა და დანიშნული მკურნალობის გადაამოწმების უფასო სერვისითაც ისარგებლოს, ისეთ კლინიკებში როგორიცაა: Harvard Medical School teaching hospitals – US; Philadelphia International Medicine – US; University of Pittsburgh Medical Center (UPMC) US; Kings College of London – London, UK და სხვა.

ასევე, სურვილისა და საჭიორების შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორი ამერიკული კომპანია MEDIGUIDE ჩვენს დაზღვეულებს საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის დაგეგმვაში დაეხმარება. რაც ვიზიტის დანიშვნას, კლინიკაში განთავსებასა და მკურნალობის ორგანიზებას გულისხმობს.

კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეთავაზებაშია შვილის ანალოგიური პირობებით, უსასყიდლოდ დაზღვევა ანუ მომხმარებელი დაზღვევისას, ავტომატურად აზღვევს 1-დან 18-წლამდე ასაკის შვილსაც და სარგებლობს იმავე მომსახურებით. შვილების რაოდენობა შეზღუდული არ არის. თუკი მათ დაზღვევით სარგებლობა დასჭირდათ, ასანაზღაურებელ ლიმიტს თანხა არ დააკლდება,“ -  განაცხადა პაატა ღაძაძემ.