The Pearl Club-ი ბაზარზე ნაჭრის ჩანთებს და აქსესუარებს გამოიტანს
კომპანია The Pearl Club-ი 1 კვირაში ნაჭრის ჩანთების და სხვადასხვა აქსესუარების წარმოების დაწყებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კომპანია წარმოებულ სამკაულებს ონლაინ ყიდის.
„პანდემია და მისგან გამოწვეული კრიზისი არც გაყიდვებზე ასახულა და არც სამომავლო გეგმების განხორციელებაში შეუშლია ხელი. პროცესშია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოწყობილ ფერმაში მარგალიტების წარმოება, რომელიც პირველ სატესტო ნედლეულს მაქსიმუმ 1 წელიწადში მოიტანს,“ - აცხადებენ კომპანია The Pearl Club-ში.
ბრენდი The Pearl Club-ის პროდუქცია ამ ეტაპზე აზიის ბაზრებიდან იმპორტირებული მარგალიტებით კეთდება. დამუშავება და ვერცხლის დეტალებით გაფორმება კი საქართველოში ხდება.
The Pearl Club-ში განმარტავენ, რომ წლის განმავლობაში დაგეგმილია კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც. დიდი ინტერესია ისარაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. მზადების პროცესშია The Pearl Club–ის ვებ–გვერდიც.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი 100-300 ლარის ფარგლებში მერყეობს.