ბიზნესი
11/04/2023

"ტერმიტმა" უნაგირების წარმოება შეაჩერა

ტყავისაქსესუარებისმწარმოებელმა კომპანიამ „ტერმიტი” უნაგირების წარმოება შეაჩერა. როგორც „ბიზნესპარტნიოთან“ კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ ბერძენიშვილი აცხადებს, მიზეზი კომპლექსურია.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, მათ შორისაა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რომელიც პირდაპირპროპორციულად აიასახება გაყიდვებზე. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში მხოლოდ პირველადი მოხმარების ნივთები იყიდება.

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ფონიდან გამომდინარე, ზოგადად, ვაჭრობის კუთხით, ძალიან მძიმე სიტუაციაა. მოთხოვნა საკვების გარდა, თითქმის აღარაფერზე აღარ არის. ყველა მიმართულებით შეფერხებაა. ვაბრალებთ რუსეთ-უკრაინის ომს, ზამთრის სეზონს, ასევე შემცირებულ ტურისტულ ნაკადებს და ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებას“, - განმარტა მიხეილ ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქართული წარმოების უნაგირებზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირებიდან გამომდინარე, „ტერმიტი“ წელს წარმოებას ვერ განაახლებს.

„ჯაჭვური პროცესია. იმისთვის რომ უნაგირზე მოთხოვნა გაჩნდეს, ჩემთან უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საცხენოსნო ტურები და მე მათთვის უნდა შევკერო პროდუქცია. თავის მხრივ, საცხენოსო ტურების ოპერატორთანაც უნდა მივიდეს ხალხი, რომელიც დაიქირავებს ცხენებს და სასიერნოდ მთაში წავა. ფინანსების არქონის გამო,მოთხოვნა შემცირებულია გასართობ აქტივობებზეც. შესაბამისად, საცხენოსნო ტურების ოპერატორიც, რომელსაც პირობითად სულ 3 კლიენტი ჰყავდა სეზონზე, მე ვერ მიკვეთავს უნაგირებს. თანაც, ეს არის სპეციალური აქსესუარი, რომელისაც  ადამიანი 10 წელში ერთხელ ყიდულობს, ეს არ არის ნივთი, რომელსაც განახლება ყოველ წელს სჭირდება“,  - განმარტა „ტერმიტის“ დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში არათუ მაღალფასიანი, ბიუჯეტური უნაგირებიც კი აღარ იყიდება და ამ პროდუქციის სხვა მწარმოებლებიც ანალოგიური გამოწვევების წინაშე არიან.

ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების ბრენდი “ტერმიტი” რამდენიმე ექსპერიმენტალური იდეის ცდის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე, კომპანია ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს ამზადებს, ასევე კორპორატიულ და ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს.

2021 წლიდან „ტერმიტი“ მომხმარებელს ცხენის უნაგირებსაც სთავაზობდა, რომლის სერიული წარმოებაც საქართველოში მანამდე არ არსებობდა, თუმცა, ამჟამად, კომპანიას უნაგირების წარმოება დაპაუზებული აქვს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023