Tene: ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა ქარხანაში თანამშრომლების მუშაობას გააუმჯობესებს
"ტენეს" ქარხანა, რომელიც კომპანია Ginventor-ის ერთ–ერთი პროექტია, თანამშრომლებისთვის სამუშაო კვირის მოცულობას 4 დღემდე ამცირებს.
როგორც კომპანიაში ამბობენ ეს იდეა ფუნდამენტური ღირებულებიდან მოდის, რასაც კმაყოფილი თანამშრომელი ქვია. ამასთან, 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა თანამშრომლების მუშაობას გააუმჯობესებს და მათ პირადი ცხოვრებისთვის უფრო დიდი დრო დარჩებათ.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი კომენტარებიც მოყვა, რასაც ნაწილობრივ ეთანხმება კიდეც, მაგალითად, ის რომ განვითარებადი ეკონომიკის პირობებში, პირიქით, უფრო ბევრი შრომაა საჭირო.
“რეალურად, ქარხანა არ შეამცირებს სამუშაო დღეებს, ჩვენ შემოვიღებთ 2 სმენას, შესაბამისად, თანამშრომლები იმუშავებენ 4-4 დღე, ხოლო ქარხანა გადავა კვირაში 7 დღიან სამუშაო გრაფიკზე,” - აღნიშნავს ალექსანდრე ლილუაშვლი.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი გრაფიკით მუშაობისას 40%-ით გაზრდილია მოტივაცია და პროდუქტიულობა.