ბიზნესი
12/01/2021

თემურ ჭყონია: მთელ მსოფლიოში ცოდნით იწყობენ კარიერას, ჩვენთან - მლიქვნელობით

ბიზნესმენი, თემურ ჭყონია 2021 წლიდან მთავრობას რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ახლის ასაშენებლად, ძველის დანგრევაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში - არაფერი გამოვა.

„ფინიშამდე როგორ უნდა მიხვიდე, თუ არ გაიქეცი. თუ იდექი, ტემპს არ მოუმატე და არ შეიცვალე, როგორ მოიგებ? ახლა, ჩვენებს ვეუბნები, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიზარდოთ. ჩვენ უნდა დავანგრიოთ იმისთვის, რომ ახალი ავაშენოთ. სამწუხაროდ, ფუნდამენტი არ გვაქვს, რომელზეც ავაშენებთ. კი იტყვიან, გვაქვსო, მაგრამ…

და რაც მთავარია, გამოვაცხადოთ 2021 წელი მლიქვნელობის გარეშე. მლიქვნელობა ღუპავს და ამან გამაგიჟა. მთელი მსოფლიო ცოდნით, ბრძოლით, სწავლით, ხოხვით, წვალებით იწყობს კარიერას, ჩვენთან მლიქვნელობით. თუ კარგი მლიქვნელი ხარ, გარანტირებული რაღაც გაქვს. გააჩნია, როგორ გაარტყამ და ვისთან იმლიქვნელებ. ამით გადიან ფონს. ამ დროს, საქართველოს შეუძლია, რომ იყოს შეძლებული, პოპულარული და ძალიან კარგი ქვეყანა“,- თქვა ჭყონიამ.