ბიზნესი
28/04/2023

"ტექინსპექტირების ცენტრები ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან"

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები იმ ზარალზე საუბრობენ, რაც მიმართვიანობის დაბალმა მაჩვენებელმა მიაყენათ. 1.6 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილიდან, გასულ წელს ტექინსპექტირება მხოლოდ ნახევარმა გაიარა. შესაბამისად, ინსპექტირების ცენტრებში აცხადებენ, რომ ის ბიზნეს გათვლები, რაც თავიდან ჰქოდათ, რეალობისგან აცდენილი აღმოჩნდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განუცხადა, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტექინსპექტირების ბაზარზე 42 კომპანია ოპერირებს, რომლებიც რეფორმის დასაწყისში შემოვიდნენ ამ ბაზარზე, გახსნეს ინპექტირების ცენტრები და შექმნეს ქსელები.

„ცენტრებმა ივესტიციები განახორციელეს იმ გათვლებით და იმ სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომელიც წარმოდგენილი იყო. თუმცა, მიმართვიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ის ბიზნეს გათვლები არ შეესაბამებოდა იმ რეალობას და მოცემულობას, რაც ინსპექტირების ცენტრებს დაუდგათ. ამიტომ, გარკვეული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ. პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნება“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ გიორგი შიოლაშვილმა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023