თბილისში თევზის ბაზარ-რესტორანი "ბარბატუსი" გაიხსნა
თბილისში, კოსტავას N70-ში თევზის ბაზარ-რესტორანი “ბარბატუსი“ გაიხსნა.
“ბარბატუსის“ თანადამფუძნებელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კომპანიის კონცეფცია გულისხმობს პროდუქტის როგორც შეძენას, ისე ადგილზე დაგემოვნებას.
„ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ფოთში არსებულ თევზაჭერებთან, შესაბამისად, მათგან ყოველ დღე ვიღებთ პროდუქციას და მის რეალიზებას ვახდენთ. რაც შეეხება ასორტიმენტს, გვაქვს შავ ზღვაში არსებული თევზის 25 სახეობა. სეზონიდან გამომდინარე, კი ადგილზე მუდმივად 10 სახეობის თევზია წარმოდგენილი,“ - აცხადებს ახვლედიანი.
მისი ინფორმაციით, რესტორანი ორიენტირებულია მხოლოდ თევზსა და ზღვის პროდუქტებზე.
პარტნიორებმა ახალი ბაზარ-რესტორანი პირადი კაპიტალით აამოქმედეს და სარესტორნო ბიზნესში პირველი ობიექტის ამოქმედების შედეგებს უკვე ითვლიან. ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ რესტორნის მიმართ ინტერესი დიდია და თევზის კერძების დაგემოვნება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
„ბაზარ-რესტორანი 2 კვირაა გავხსენით,აქტვობის დინამიკა დადებითია, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრია თევზის მოყვარული, თუმცა, ეს მცირე პერიოდია და ზუსტი მაჩენებელი ვერ იქნება. ჩვენთვის ძალიან საინტერსო აღდგომების შემდეგ სტატისტიკა იქნება საინტერესო“-აცხადებს ახვლედიანი.
მისი განცხადებით, საკმაოდ რთულია ლოგისტიკური ჯაჭვის ამ მიმართულებით გამართვა, რადგან თითოეულ მეთევზესთან ცალ-ცალკე სამუშაოა.
„ჩვენ გვიწევს მნიშნელოვანი ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მიღება იმისთვის, რომ არ გქვონდეს წყვეტა თევზთან მიმართებაში. ამიტომ ვახდენთ მომწოდებლების დივერსიფიცირებას,“-აცხადებს ახვლედიანი.
მისი ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება როგორც მიწოდების სერვისი ამოქმედება, ისე ბაზარ-რესტორნის ქსელის საქართველოს მასშტაბით გაფართოება.