თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა
RECOV.GE–მ თბილისის და ბათუმის საცხოვრებელი სექტორის 2022 წლის სექტემბრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორივე ქალაქში ყველა სეგმენტის ბინაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
გასული 9 თვის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბაზრის ზომამ კი $1.5 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია საბურთალოსა და დიდ დიღომში, ძველ პროექტებში კი მოთხოვნის 16%-იანი ზრდა ფიქსირდება.
გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, საშუალო გასაყიდი ფასის ზრდაც შეინიშნება. ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა, გარეუბნებში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2022 წლის ბოლო 9 თვის ტენდენციაზე დაკვირვებით, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 5,000 ერთეულს გადააჭარბა.
ასევე აღსანიშნავია მოთხოვნის 137%-ით ზრდა პრემიუმ სეგმენტის ბინებზე. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, მხოლოდ 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა