ბიზნესი
14/04/2022

თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალაშენებულ ბინებზეა

თბილისში უძრავი ქონების ფასი 20.1%-ით გაიზარდა. ამასთან, მარტში დედაქალაქში უძრავი ქონების კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $838 დოლარი იყო.

რაც შეეხება მოთხოვნას, ყველაზე მაღალია ახალაშენებულ ბინებზე, რაც მთლიანი ტრანზაქციის 65%-ს შეადგენს.

TBC Capital–ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტრანზაქციების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა საბურთალოზე (+ 40.6%), ვაკეში (+ 40.4%) და დიდუბეში (+ 35.1%), კლების ტენდენცია შეინიშნება დედაქალაქის ორ რაიონში - კრწანისში (-11,8%) და ჩუღურეთში (-6,3%).