ბიზნესი
27/10/2022

თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 137%-ით გაიზარდა

RECOV.GE–ს საცხოვრებელი სექტორის 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, თბილისში, ახალ ბინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია საბურთალოსა და დიდ დიღომში, ძველ პროექტებში კი მოთხოვნის 16%-იანი ზრდა ფიქსირდება.

გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, საშუალო გასაყიდი ფასის ზრდაც შეინიშნება. ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა, გარეუბნებში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2022 წლის ბოლო 9 თვის ტენდენციაზე დაკვირვებით, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 5,000 ერთეულს გადააჭარბა.

ასევე აღსანიშნავია მოთხოვნის 137%-ით ზრდა პრემიუმ სეგმენტის ბინებზე. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, მხოლოდ 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.