თბილისში Crosty-ს პირველი კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა
Crosty-ს პირველი კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა.
ბრენდი მაღაზიაში 27 სახეობის პროდუქტით იქნება წარმოდგენილი. მაღაზია ორ სივრცეს მოიცავს ერთ ნაწილში Crosty-ს ფეხსაცმელებია განთავსებული, მეორე სივრცე კი ქართველი არტისტების ინსტალაციებს დაეთმობა.
მომდევნო ეტაპზე კომპანია მაღაზიის უკვე საზღვრებს გარეთ გახსნას გეგმავს. Crosty-ში განმარტავენ, რომ წლის ბოლომდე ქართული ბრენდი უკრაინაში, კიევში გახსნის ბრენდირებულ მაღაზიას.
200 კვ.მ.-ზე განთავსებული კონცეპტუალური მაღაზია მდებარეობს ღვინის ქარხნის შენობაში. მაღაზიაში განთავსებულ საგამოფენო სივრცეში Crosty-ს მხარდაჭერით გამოიფინება ქართველი არტისტების ნამუშევრები.
Crosty არის საუკეთესო ქართული ფეხსაცმელების ბრენდი, რომელიც დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. Crosty მოირგო არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა, მათ შორის არიან სტეფან კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცნეგერი, კლეი ტომფსონი და სხვები.