ბიზნესი
07/03/2021
თბილისში ავარიული შენობების გამაგრებაზე მერია ₾1,9 მლნ-მდე დახარჯავს
თბილისში ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენაზე მერია 1,9 მლნ-მდე ლარს დახარჯავს.
სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე დასრულებულია და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. კომპანია „ნადიგო“ მზად არის მერიის დაკვეთა 1,511 მლნ-ად შეასრულოს.
ტენდერში კონკრეტულად არ არის მითითებული რომელი შენობა-ნაგებობის გამაგრება იგეგმება, თუმცა მითითებულია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში ერთდროულად მინიმუმ 7 ობიექტზე უნდა შეძლოს სამუშაოების წარმოება.
ძირითადად დაგეგმილია შენობა-ნაგებობების რკინა-ბეტონით გამაგრების სამუშაოები, მათი შესრულება კი გამარჯვებულს ეტაპობრივად 25 დეკემბრამდე მოუწევს.