ბიზნესი
10/05/2023

თბილისში ამერიკული Cinnabon-ის დარიჩინის კაფე-საცხობი იხსნება

თბილისში Cinnabon-ის ბრენდის დარიჩინის კაფე-საცხობი იხსნება. კომპანიის ფრენჩაიზის უფლებებს საქართველოში  ქართული კომპანია „ქეიემჯი ჯგუფი“ ფლობს. 

როგორც Cinnabon georgia-ში აცხადებენ,  საკულტო საცხობის, მადისაღმძვრელი დარიჩინის როლების, ცომეულის და გემრიელი საფირმო სასმელების შემქმნელი ბრენდი  პირველ კაფე-საცხობს 16 მაისს, "გალერია თბილისში" გახსნის. 

"კაფე საცხობში სტუმრებს საშუალება ექნებათ დატკბნენ  თბილი ცომისა და დარიჩინის არომატით, ამასთანავე მიირთვან სინაბონის მსოფლიოში ცნობილი დარიჩინის როლები, რომლებიც ყოველთვის ახალი გამომცხვარია, შეიცავს მაკარას დარიჩინს, კრემყველის მინანქარს და გვხვდება კლასიკურ, კარამელ პეკანსა და შოკოლადის გემოთი,"-განმატავენ Cinnabon georgia-ში.

ცნობისთვის, Cinnabon-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა. ის  არის ბაზრის უკონკურენტო ლიდერი დარიჩინის კაფე საცხობებს შორის. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს. ასევე სხვადასხვა ცომეულს და საფირმო სასმელებს - ჩილატებს.

2022 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით Cinnabon-ს  1,846 ფრენჩაიზირებული ლოკაცია აქვს. ძირითადად მდებარეობს ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, აეროპორტები, მატარებლის სადგურები, ტურისტულად დატვირთული მოედნები, გასართობი ცენტრები და სამხედრო დაწესებულებები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023