ბიზნესი
19/07/2023

თბილისში, ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა

Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2023 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,846 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომაც 1%-ით, 210 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

2023 წლის ივნისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა.

2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა 1,626 ერთეულამდე.

ამავე კვლევის მიხედვით, 2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023