ბიზნესი
15/10/2020

თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნები და გასართობი ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების ფუნქციონირება შეიზღუდება 22:00 საათიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში ნიშნულს 1000-ს გადავაბიჯებთ. ჩვენ თანმიმდევრული გეგმა გვაქვს ვირუსის მართვისა და ადაპტაციის. ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ჯანმრთელობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისში და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების ფუნქციონირება შეიზღუდება 22:00 საათიდან“,- აღნიშნა პრემიერმა.