ბიზნესი
02/06/2023

თბილისის სუვენირები: ტურისტები ყველაზე აქტიურად მეხსიერების თამაშსა და შარფებს ყიდულობენ

თანამედროვე ტურისტული პროდუქტი, რომლის ნაკლებობაც დიდი ხანია შეიმჩნეოდა ბაზარზე, თანაბრად აინტერესებთ როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტ „თბილისის სუვენირების“ ავტორმა ქეთა ახობაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პროექტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია, ბუნებრივია, უცხოელები არიან, თუმცა გაყიდვების მაჩვენებელში საკმაოდ დიდი ადგილი  იმ ქართველებსაც უჭირავს, რომლებსაც სურთ, თავიანთ უცხოელ სტუმრებს რაიმე ორიგინალური აჩუქონ.

„ჩვენი მიზანია, თბილისის სტუმრებს ჩვენი დედაქალაქი ახლებური ხედვით დავანახოთ და არა იმ ტრადიციული ნივთებით, როლებიც ბაზარზე აქამდე იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ქეთა ახობაძემ.

მისივე ინფორმაციით, „თბილისის სუვენირები“ ბაზარზე 3 თვეა გამოჩნდა და ამ ხნის მანძილზე, მოთხოვნა და გაყიდვები სტაბილურად მზარდია. ახობაძის ინფორმაციით, თანამედროვე ტურისტული პროდუქტები პარტნიორ კომპანიებთან და პარტნიორ სტამბასთან თანამშრომლობით იქმნება.

„ჯერ აქტიური ტურისტული სეზონი არ დაწყებულა, ამიტომ, ველოდებით, რომ ზაფხულის 3 თვეში გაიზრდება ჩვენი პროექტის ცნობადობა და შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის გაყიდვებიც“, - განმარტვს ქეთა ახობაძე.

მისივე ინფორმაციით, უცხოელი მყიდველებიდან განსაკუთრებით აქტიურები, ამ ეტაპისთვის, არაბები და ევროპული ქვეყნების მოქალაქეები არიან, თუმცა, სრული სურათი ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

„რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს, მის ჩამონათვალშია: მეხსიერების თამაში, შარფები და მაისურები“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ავტორმა.

ცნობისთვის, „თბილისის სუვენირები“ ამჟამად, მომხმარებელს 15-ამდე სახეობის განსხვავებულ სუვენირს სთავაზობს, მათ შორისაა: ჩანთები, ბლოკნოტები, ფანქრები, ბრელოკები, მაცივარზე მისაკრობი მაგნიტები,  ქაღალდის ჩანთები, მეხსიერების თამაში, შარფები, მაისურები, რომლებზეც დაპრინტულია ძველი და თანამედროვე თბილისის 8 გამორჩეული ადგილი.

სუვენირების ღირებულება 3 ლარიდან იწყება და 80 ლარამდეა. გაყიდვები როგორც ონლაინ-პლატფორმების, კერძოდ, veli.ge-სა და extra.ge-ს მეშვეობით ხორციელდება, ასევე „თბილისის სუვენირებს“ საკუთარი გაყიდვების ობიექტი „გალერია თბილისში“ აქვს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022